ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სახლში პოლიცია უწყების გადასაცემად მივიდა.
პოლიციელებმა ვაშაძეს უთხრეს, რომ აქციებთან დაკავშირებით ვაშაძეს მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ.
"გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოგკითხოთ მოწმის სახით"- თქვა პოლიციელმა.
ვაშაძემ უწყება ჩაიბარა. პოლიციელის თქმით, თუ ვაშაძე გამოკითხვაზე არ მივა, მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, პოლიტიკოსი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.
"მოკლედ ახლა მოვიდნენ , უწყება უნდა გადმოგცეთო, მეგობრებო ვიბრძვით ბოლომდე. ძალა ერთობაშია. ამ ადამიანებს ბოდიში ექნებათ საჯაროდ მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველა ახალგაზრდას დავიცავთ, ყველას უფლებებს დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანები. რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია"- თქვა ვაშაძემ.