პოლიციამ პუბლიკას ჟურნალისტებს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმას თავად პუბლიკა ავრცელებს.
პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა. ისინი პუბლიკას თანამშრომლებს ხელით შეეხნენ და ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. ჟურნალისტები აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პოლიცია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სხვა ჟურნალისტებსაც აყენებს, მათ შორის ფორმულას ჟურნალისტებსა და ოპერატორს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსაც.