logo
ENG



პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების 17 წევრი დააკავა

02 ივლ 202219:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/t0y19g8rdij2qbm.png

პოლიციამ მთაწმინდაზე ძალადობრივი ჯგუფების 17 წევრი დააკავა. პუტინისტები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ.

მოძალადე ჯგუფების წევრები ცდილობენ ღონისძიებაზე მიმავალ ადამიანებს ხელი შეუშალონ.

პუტინისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა დღეს ევროკავშირის დროშა დაწვეს და წარმომადგენლობის ოფისს კვერცხი ესროლეს. 

***

2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ საბაბით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც. 

გარდა ჰომოფობიური მოტივისა, სავარაუდოდ, მოძალადე ჯგუფების დღევანდელი ქმედებები 3 ივლისს დაგეგმილ პროევროპულ აქციას უკავშირდება და ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, ისევე, როგორც მიმდინარე კვირას რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მომხდარი ორგანიზებული ძალადობა საჯარო მოხელეების მონაწილეობით. 

დღეს რუსთაველზე გამოსულმა მოძალადეებმა თქვეს, რომ "თავიანთი ბიჭების გამოსვლას კიდევ ნახევარ საათს დაელოდებიან". 

პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადეების ნაწილი ადგილზე გვიანობამდე დარჩენას გეგმავს, მათი თქმით, "პრევენციის მიზნით", რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებამ რუსთაველზე არ გადმოინაცვლონ. თუმცა, მსგავსი რამ დაგეგმილი არ არის. Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელებმა მსვლელობის ჩატარებაზე უარი 2021 წლის 5 ივლისის გამო თქვა. ამ დღეს დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები, ჰომოფობიური და სხვა საფუძვლებით, ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს, შესაბამისად, 18:00 საათზე დანიშნული მარში აღარ ჩატარდა.

2021 წელს ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა და მთელი პასუხისმგებლობა ლგბტქ უფლებადამცველ ორგანიზაციას დააკისრა, პოლიცია კი ადგილზე ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. 

 


close დახურვა