logo
ENG



პოლიციური განუკითხაობა - დროება

23 ივლ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო დროს კრიმინალური ანგარიშსწორების შემთხვევებმა მთელს ქვეყანაში და მათ შორის თბილისში იმატა. სროლა, დაჭრა, ჯგუფური ანგარიშსწორება ყოველდღიური ახალი ამბების ჩვეული მოვლენა გახდა. სიუჟეტში, რომელიც დროება მოამზადა, თბილისის ქუჩებში არსებულ საფრთხეზე გვექნება საუბარი. საფრთხეზე, რომელსაც ამ შემთხვევაში არა კრიმინალები, არამედ პოლიციელები ქმნიან და რომელიც დაუსჯელობის სინდრომს, არაპროფესიონალიზმს და კანონის ჩარჩოებიდან გასვლას მოჰყვება. ბევრს გვყავს ოჯახში მოზარდები, ახალგაზრდები, რომელთა საღამოს სტუმრად წასვლას ან გასეირნებას შინაგანი შფოთვით ვხვდებით - ახლა ამ შფოთვას კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. პოლიციელმა შეიძლება უსაფუძვლოდ გააჩეროს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ღირსება შეულახოს და შენს შვილთან ერთად, 76 წლის ბებიაც ფიზიკურად დააზიანოს. საქართველოში უამრავი ქართველი პოლიციელი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ებრძვის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ქორწინებაში მყოფ კრიმინალურ სამყაროს, კიდევ ერთხელ ჩვენი პატივისცემა მათ. თუმცა ასეთ შემთხვევებზე თვალის დახუჭვა და არასათანადო რეაგირება, ჩვენი შვილების საფრთხესაც ზრდის და პოლიციის ავტორიტეტსაც ლახავს. პოლიციური განუკითხაობა. საქმის ახალი დეტალები - დროების სიუჟეტში.


close დახურვა