logo
ENG



პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლს ააქტიურებს - ალიანსის ელჩები დღეს, 16 ნოემბერს შეიკრიბებიან

16 ნოე 202203:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/np1d5qhnl1bztwc.jpg

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლს ააქტიურებს და მისი მოთხოვნით, ალიანსის ელჩები ოთხშაბათს, 16 ნოემბერს შეიკრიბებიან. ინფორმაციას Reuters-ი ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

NATO-ს მე-4 პუნქტი გულისხმობს, რომ ორგანიზაციის წევრ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რამე დაემუქრება

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო დასჭირდება გადასამოწმებლად, თუ როგორ მოხდა ინციდენტი.

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტია ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები. 

 

 

 


close დახურვა