logo
ENG



პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას და კონსულტაციებს გეგმავენ

24 თებ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/18xq1vcdmqfwffv.jpg

NATO-ს ქვეყნები, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას და მის ფარგლებში კონსულტაციებს გეგმავენ.

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მუქარაა მთელი მსოფლიოს მიმართ.

"რუსეთის ფართო აგრესია მუქარაა მთელი მსოფლიოს მიმართ და NATO-ს ყველა ქვეყნის მიმართ. NATO-ს კონსულტაციები მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებაზე უნდა იყოს ინიცირებული, რომ გატარდეს დამატებითი ზომები NATO-ს  მოკავშირეების დასაცავად. ყველაზე ძლიერი პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა." - ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი.

NATO-ს მე-4 მუხლის მიხედვით, NATO-ს წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება საკონსულტაციოდ შეკრიბონ ალიანსი, თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. 


close დახურვა