პოლონეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო. საუბარია 18 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემაზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონურმა მხარემ უკვე მოახდინა 100 უკრაინელი სამხედროს გადამზადება, რათა მათ ხსენებული იარაღის გამოყენება შეძლონ.
მანამდე თვითმავალი ჰაუბიცები უკრაინას გერმანიამაც გადასცა.