logo
ENG



პოლონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

28 ივნ 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/oag8j2unjne4utn.jpg

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ანჯეი დუდა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

"პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევს ეწვია. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ისინი განიხილავენ ფრონტზე არსებულ ვითარებას, მათ შორის რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ასევე, განსახილველ საკითხებს შორის იქნება NATO-ს ივლისის სამიტისთვის მზადება", - ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის პრეზიდენტი კიევში შარშან, აგვისტოშიც იმყოფებოდა. დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა. მათი საუბარი ეხებოდა უკრაინაში არსებულ ვითარებას, სამხედრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას.


close დახურვა