პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის, პიოტრ მიულერის ცნობით, პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა.
მიულერის თქმით, პოლონეთის პრემიერი კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ განიხილება საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ენერგეტიკულ ბაზარს და ასევე სამხედრო უსაფრთხოებას.
"კიევში ვიზიტი არის პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა," - განაცხადა პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს მორავეცკის მეორე ვიზიტია უკრაინაში. მანამდე, 15 მარტს, ის კიევში ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრებთან ერთად ჩავიდა.