logo
ENG



პოლონეთის პრემიერის თქმით, ის თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს

12 ოქტ 202418:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/12/c4fq0atb0c4qcbv.jpeg

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის მიზნით თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს. ეს ვარშავასა და მინსკს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ხდება. 

ტუსკს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას აღიარებს.

"მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი იქნება თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ტუსკი აღნიშნავს, რომ თავშესაფრის უფლებას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კონტრაბანდისტები ისე იყენებდნენ, რომ ეს თავშესაფრის უფლების არსს ეწინააღმდეგება.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ 15 ოქტომბერს მიგრაციის სტრატეგიას მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

პოლონეთში მიგრაცია 2021 წლიდან დღის წესრიგშია, როდესაც ადამიანების დიდმა ნაწილმა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ვარშავა და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ეს ბელარუსის დაორგანიზებული კრიზისი იყო.


close დახურვა