პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა.
"ჩვენ ვაფორმებთ იარაღის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს არ არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის", - თქვა მორავეცკიმ.
მორავეცკი აღნიშნავს, რომ ეს იარაღი აუცილებელია უკრაინისთვის საბრძოლო ფრონტზე.
"ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლის ველზე", - ამბობს მორავეცკი.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებს და ხელშეკრულების ჯამური თანხა 3 მილიარდამდე ზლოტია, რაც დაახლოებით 628 მილიონი დოლარია.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა არ დააკონკრეტა კონტრაქტის დეტალები, შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად რა ტიპის იარაღს მიაწვდიან უკრაინას.