პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი შეერთებულ შტატებს უკრაინის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.
"მხოლოდ სამი ნიბაჯი გვაშორებს უფრო უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს. პირველ რიგში, უკრაინელებს უნდა მიეწოდოთ ის საბრძოლო მასალა, რომელიც სჭირდებათ.
მეორე - ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რათა შევქმნათ ისეთი ძლიერი შემაკავებელი საშუალება, რომელიც პუტინს [შეაჩერებს]. მესამე, გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ჩვენი ალიანსი მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა მან.
სიკორსკის თქმით, ევროპის ქვეყნებმა აღნიშნული ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან იმისთვის, რომ ესკალაციისა და უფრო დიდი გლობალური კონფლიქტის თავიდან აცილება შეძლონ.