logo
ENG



პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

28 აპრ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესის კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. 12 პირობის შესრულება - ესაა მთავარი თემა, რომლის გარშემოც ზბიგნევ რაუმ შეხვედრებზე ისაუბრა. მთავრობისა და პრეზიდენტის შემდეგ პოლონელი დიპლომატი დღეს ოპოზიციას შეხვდა.

პოლონელ მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს მიხეილ სააკაშვილის საკითხიც. პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლების თანხმობაა საჭირო. ოპოზიციამ და ზბიგნევ რაუმ ისაუბრეს მთავარი არხის მენეჯერის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც, რაც ხელს შეუწყობს 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას.


close დახურვა