პოლონეთის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.
"შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ", - აღნიშნავს საელჩო.
თბილისში ბოლო 2 კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი, მასშტაბური აქციები იმართება. ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს.
გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველი მაისის ღამის შემდეგ დაკავებულია 65-მდე ადამიანი.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.