პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად რეაქტიული საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიიღო. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა გააკეთა.
როგორც ბლაშაკმა აღნიშნა, HIMARS-ების პირველი პარტია პოლონეთმა უკვე მიიღო.
"HIMARS-ებს განათავსებენ პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ჩაბარდება მე-16 მექანიზებულ დივიზიას. სისტემის მთავარი ამოცანა იქნება აგრესიის შეჩერება, პოლონეთის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარის გაძლიერება. საარტილერიო სისტემის მიღება 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მოხდა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით.
ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა პოლონეთისთვის 500 სისტემის მიყიდვას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. არტილერია თამაშობს საკვანძო როლს ომში, რუსული შეჭრისგან თავის დაცვა. ამიტომ, შორ მანძილზე დარტყმის უნარი უდავოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის ჯარის ძლიერებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა დაკავშირებულია პოლონეთის ჯარის ამ შესაძლებლობების გაზრდასთან", - თქვა ვიცეპრემიერმა.
HIMARS არის სატვირთო მანქანაზე დასამაგრებელი საარტილერიო სისტემა, რომელსაც შეუძლია რაკეტების გაშვება 300 კილომეტრამდე ან 186 მილამდე.