პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი 2040 ან 2044 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.
"ცხოვრება გვაჩვენებს, რამდენად რეალისტური მიზანია. ამას სერიოზულად მივუდგებით", - განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.
პოლონეთის პოტენციური კონკურენტი მეზობელი გერმანია იქნება, სადაც ხელისუფლება 2040 წელს ოლიმპიადის მასპინძლობას განიხილავს. გარდა ამისა, 2036 და 2040 წელს მასპინძლობის პრეტენდენტია ეგვიპტე, რომელსაც სურს პირველი აფრიკული ქვეყანა გახდეს, სადაც ოლიმპიადა ჩატარდება.
2028 წლის ოლიმპიური თამაშები ლოს-ანჯელესში გაიმართება, ხოლო 2032 წლის - ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში.