logo
ENG



პრაისი: აშშ დაეხმარება უკრაინას, რუსეთთან მოლაპარაკებებისას პოზიციები განამტკიცოს

18 მაი 202202:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/tyi4qeiruceemks.jpg

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები აპირებს შექმნას პირობები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვისთვის.

როგორც პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი გააგრძელებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და მოსკოვზე ზეწოლას.

მისივე თქმით, აშშ-ს მთავარი ამოცანაა უკრაინელი პარტნიორების ნებისმიერი მისაღები ფორმით მხარდაჭერა, რათა მოლაპარაკებებში მათი პოზიციები განმტკიცდეს.

"რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვმოქმედებთ ორი მიმართულებით. პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ ჩვენი პარტნიორების პოზიციებს კიევში. მეორე - ამავდროულად ვიღებთ ზომებს ხარჯების შესაქმნელად, რის შესახებაც კრემლს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვაფრთხილებდით. ამ გზით მოქმედებისას ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით პირობებს, რომლის საშუალებითაც წარიმართება კეთილსინდისიერი დიალოგი, დიპლომატიური პროცესი", - განაცხადა პრაისმა.

პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუ ეს გამოიწვევს უკრაინაში ძალადობის დონის შემცირებას.


close დახურვა