[ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების] საკითხი ევროკავშირსა და ამ სამ ქვეყანას [საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას] ეხებათ, მაგრამ ვფიქრობ, იცით, რომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი - მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მისწრაფებებს, ევროპულ ამბიციებს. ჩვენ მათ გვერდით ვიყავით იმ გზაზე, რომელიც მათ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე გაიარეს და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, სანამ ისინი განაგრძობენ ამ გზაზე სვლას.