logo
ENG



პრაღასა და მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

04 მაი 202419:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/acoohdkq0ocwbhw.jpg

პრაღასა და მიუნხენში საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მმართველ პარტიას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, რუსული კანონის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური გზის დაზიანება და ქვეყნის იზოლირებაა.

"პრაღიდან ვუერთდებით აქციას რუსთაველზე. ჩვენი გული და სული ცემს რუსთაველზე, ჩვენ თქვენ ვართ. ქართველები, ქართველი ემიგრანტები მთელს ევროპაში და მსოფლიოში ვუერთდებით ამ აქციას.

ქართული ხმა ისმის პრაღაში და ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვხედავთ თქვენს წინააღმდეგობას რუსული მთავრობის და რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


close დახურვა