ვაშინგტონისა და კიევის შემდეგ, ბორის ნემცოვის სახელი პრაღის სკვერსაც მიანიჭეს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს. ცერემონიას ჩეხეთის დედაქალაქის მერთან ერთად ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვაც დაესწრო.
რუსი ოპოზიციონერი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მიუცხედავად იმისა, რომ დანაშაულში ბრალდებული 5 პირი გაასამართლეს და სასჯელი მიუსაჯეს, მკვლელობის დამკვეთი ამ დრომდე დაკავებული არ არის.