უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო, გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი სრულიად წარმოუდგენელი, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, დაანებეთ თავი ცივილიზებულს, სახელმწიფოში პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მოღალატე საკუთარი ჯარის წინაშე, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე, ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ აი, მოდით ახლა, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგნით რაღაცები ჩაწერეთ, დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები, ან უცხოელები, ან აქაური NGO-ები დაგიწერენ, წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან აქვს ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს.
პრეზიდენტი: მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ მანიპულაციაში არ შევალ
12 მაი 202418:18
3 წუთის საკითხავი