logo
ENG



პრეზიდენტი: როცა საკითხი ევროპა-რუსეთს შორის არჩევანზეა, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება

10 აპრ 202413:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/3yv5qj4jcrt697k.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს.

"როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!"- თქვა მან.

"შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის. დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა მიუღებელია. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა