logo
ENG



პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს ხვდება

18 სექ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. დღის განმავლობაში ის უკვე შეხვდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს ეკა ბესელიასთან.

ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაიაც.

როგორც მათ თქვეს, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრებენ.

"ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ცხადია, ყოფილი პროკურორის სანქცირება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ასევე, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კორუფციის ფაქტები და ევროკავშირთან ინტეგრაცია ასევე მნიშვნელოვანია, რასთან დაკავშირებითაც, ცხადია, პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატში საუბარს ვისურვებდი"- ამბობს ლონდა თოლორაია.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებთანაც გაიმართება შეხვედრები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მასალებს გადაიღებს და გაავრცელებს პრეზიდენტის პრესსამსახური.


close დახურვა