logo
ENG



პრეზიდენტი აქციაზე: შემიძლია, ფიცი დავდო, ბოლომდე თქვენთან ვიქნები ევროპულ გზაზე

28 ოქტ 202419:46
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც საზოგადოება არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხმა მოიპარა და ცდილობს, რომ მათი მომავალიც მოიპაროს.

ზურაბიშვილმა ფიცი დადო საზოგადოების წინაშე, რომ ევროპულ გზაზე ბოლომდე ხალხთან ერთად იქნება.

"მინდა გითხრათ, რომ თქვენ აქ ვინც ხართ, არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ.

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ეს ჩვენი დღევანდელი როშა და ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირფასი"- თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა