logo
ENG



პრეზიდენტი რუსულ ბაზაზე: პროვოკაციაა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, მთელ რეგიონს

06 ოქტ 202317:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/57d0k8pr6xr4bl0.jpg

"დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის", - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის გახსნაზე ინფორმაციას.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს, დანაშაულებრივსა და აღმაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

"სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა