logo
ENG



პრეზიდენტის ბოლო ანგარიში

06 თებ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან პირდაპირ ოლიგარქს მიმართა, რადგან მიაჩნია, რომ კობახიძე, პაპუაშვილი თუ ღარიბაშვილი არ არიან ადრესატები. ამით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წამყვან თანამდებობაზე მყოფი პირები ნომინალური ფიგურები არიან ივანიშვილის ხელში. ზურაბიშვილმა დღევანდელ მმართველობას ერთპიროვნული უწოდა და ივანიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან ჰკითხა, როგორ აპირებს ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან - დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას. დღეს შედგა ზურაბიშვილის ბოლო მიმართვა პრეზიდენტის რანგში. ქართული ოცნება ტრადიციულად მოიქცა და ისევ არ წამოდგა ფეხზე დარბაზში პრეზიდენტის შესვლის დროს.


close დახურვა