სალომე ზურაბიშვილის გეგმა ცნობილია. ის არსად წასვლას არ აპირებს და რჩება კონსტიტუციის ერთგული. ვრცელ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა ახალ არჩევნებზე და მიმდინარე პროტესტზე. თქვა, რომ საქართველო ღრმა კრიზისში შედის. ის ამბობს რომ ახალი არჩევნების დანიშვნა არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ბედს გადაწყვეტს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დრო არ ითმენს და მნიშვნელოვანია ივანიშვილთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგეს. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ის საზოგადოებას მეორე ეტაპს სთავაზობს. მისი თქმით, მეორე და უმთავრესი ნაბიჯია, რომ ქართველი ერი ახალ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით მივიდეს.