logo
ENG



პრეზიდენტის მოხსენებას არც დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრებიან

04 მარ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას არც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრებიან. მათთვის მიუღებელია პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი, რომლის თანახმადაც, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება არ ექნებათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ყოფილიყო შინაარსობრივი, წარმართულიყო ინტერაქტივის რეჟიმში და საზოგადოებას მიეღო კითხვებზე ასუხი, რომელიც აქვს დიდი ხანია. განსაკუთრებით ეს ეხება შეწყალების თემაზე, დავით გარეჯის საკითხებს. პასუხად მივიღეთ ის, რომ იქნებოდა 10-წუთიანი გამოსვლა, რომლის გაყოფას არ შეიძლებოდა, ყოველგვარი კითხვების და შეფასებების გარეშე. მივიჩნევთ, რომ ეს პოლიტიკურად არაფრის მომცემი არ არის არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტში იმყოფება. მას დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ დეპუტატები დახვდებიან, რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს.


close დახურვა