ჩეხეთში ასობით ათასი ადამიანი პრემიერის და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერს ულტიმატუმს უყენებენ და აცხადებენ, რომ თუკი ის წლის ბოლომდე თანამდებობაზე ან საკუთარ ბიზნესზე უარს არ იტყვის, საპროტესტო გამოსვლები მთელს ქვეყანაში დაიწყება.
აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ მანიფესტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსები ინტერესთა კონფლიქტისგან უნდა გათავისუფლდნენ და პატივი სცენ ქვეყანაში მოქმედ კანონებსა და ინსტიტუტებს.
