logo
ENG



პრემიერიც განცხადება იმ ბიზნესებს ეხებოდა, ვისაც თანამშრომლების შენახვა შეუძლია - ვოლსკი

15 აპრ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის განცხადება ეხებოდა იმ ბიზნესს, რომელსაც აქვს რესურსი შეინახოს თანამშრომლები და მხარში ამოუდგეს სახელმწიფოს - ასე აფასებს გია ვოლსკი გიორგი გახარიას განცხადებას.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ბიზნესის სახელით საუბარი არარელევანტურია. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ბიზნესის გადასარჩენად სახელმწიფოს სპეციალური პროგრამა აქვს.

„ყველამ კარგად იცის, რომ პრემიერის განცხადება ეხებოდა იმ ბიზნესებს, ვისაც აქვთ რესურსი, შეინახონ თანამშრომლები და ამოუდგნენ სახელმწიფოს. ბიზნესს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ბიზნესმა ეს აღიქვა და ბიზნესმა ეს შეაფასა არ იქნება მართალი", - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დეკრეტით გათვალისწინებული მოთხოვნების გამო სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა შეიზღუდა. ამის გამო ბიზნესგაერთიანებები მთავრობას შეღავათებს სთხოვენ, ხოლო ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.


close დახურვა