ნიკა გვარამიას აღიარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო, რომელიც საქართველოს წარმომადგენელმა პირველად მიიღო. გვარამიამ ჯილდო კრიტიკულ მედიას მიუძღვნა, განსაკუთრებით კი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას. ყოფილი პოლიტპატიმარი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ნიკა გვარამიას ლექციები აქვს დაგეგმილი.