logo
ENG



პრესსამსახური: პუტინმა ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პრიგოჟინთან შეთანხმებისთვის

24 ივნ 202322:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/02q61ktzedm83ry.jpg

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც პუტინმა ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა მისი როლისთვის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების პროცესში.

ინფორმაციას ბელარუსული მედია ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების პრცესის შესახებ, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.

პრიგოჟინის განცხადებამდე, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს ესაუბრა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე.

განახლებადი ინფორმაცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე: პრიგოჟინის აჯანყება - განახლებადი


close დახურვა