პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის წევრის ვალდებულებებს კვლავ ასრულებს. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიების ფარგლებში ჰარი ლონდონში, „ები როუდის“ სტუდიაში იმყოფებოდა, სადაც მომღერალ ბონ ჯოვისა და სამხედრო ორკესტრის წევრებს შეხვდა.
ბონ ჯოვი პრინცი ჰარის მიერ დაარსებული „ინვიქტუსის თამაშებისთვის“ საქველმოქმედო სიმღერას წერს.