logo
ENG



პროკოპენკო: 2 დღეა, მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლაა, სიტუაცია მძიმეა, დაცვას ვაგრძელებთ

05 მაი 202200:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/p0vonzzzbppmp46.png

აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ აზოვსტალის ქარხნიდან ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. 

ქარხნის ტერიტორიაზე რუსული ჯარი შეიჭრა. რამდენიმე საათის განმავლობაში მარიუპოლის მცველებთან კავშირი შეწყვეტილი იყო. 

აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება, გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა პერიმეტრი გაარღვიეს.

"უკვე ორი დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას გასწევენ მტრის შესაკავებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას, ვინარჩუნებთ დაცვას". - განაცხადა მან. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. უკრაინული მხარე მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას აკონტროლებს. აქ რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი არმია იბრძვის. ქარხანა რუსებმა გაანადგურეს, თუმცა, მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს. გვირაბებში არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 


close დახურვა