logo
ENG



პროკუდინი: ჰესზე აფეთქებით გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდ ევროს გაუტოლდა

12 ივნ 202321:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/t5yw9iwkra6kmyg.png

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, კახოვკას ჰესზე აფეთქების გამო ეკოლოგიური ზიანი 1,5 მილიარდ ევროს გაუტოლდა.

როგორც პროკუდინი აცხადებს, დატბორილია დაახლოებით 55 ათასი ჰექტარი ტყე, ხოლო წყალი, რომელიც აფეთქების შემდეგ გამოუსადეგარი გახდა, მთელ მსოფლიოს დასალევად ორი დღე ეყოფოდა.

მისივე თქმით, აფეთქების მასშტაბებსა და შედეგებზე რადას გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელეს.

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:

 

close დახურვა