logo
ENG



პროკურატურა: დავაკავეთ შსს-ს თანამშრომელი, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

09 თებ 202418:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/51quwubw7963x67.jpg

პროკურატურის ცნობით, დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეს დაეჯახა და ის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადგილზე მიატოვა.

"დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

 

 

close დახურვა