პროკურატურის ცნობით, თბილისში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი მოკლეს. უწყების ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული და მოკლული ერთად ცხოვრობდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
დანაშაული სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.