logo
ENG



პროკურატურა: ჩვენი შუამდგომლობით, თურქეთი ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას განიხილავს

08 ივნ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურაში ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის დამ ირინა გორაძემ და მისი უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ უწყების მაღალჩინოსანთან ლავასოღლის ექსტრადაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ლავასოღლის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას. 

„გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი  ჩილინგარაშვილი მინდია ლავასოღლის  დას და მის ინტერესების დამცველს შეხვდა და საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

შეხვედრაზე  გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა მათ განუმარტა, რომ  საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას. ასევე  მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გორაძე თურქეთში დააკავეს, საპყრობილეშიც იქ ზის და მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. 


close დახურვა