logo
ENG



პროკურატურამ გორში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის გამო ერთ პირს ბრალი წარუდგინა

09 სექ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 პროკურატურა აცხადებს, რომ შსს-ის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს, ბრალდებულმა ძალადობითა და ძალადობის მუქარით 12 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა.

შსს-მ ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავა.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურების მცდელობას, ჩადენილს დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ  ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

შემთხვევა გორში მოხდა. 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგო გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს გოგოს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა, თუმცა მან გაქცევა შეძლო.

 

close დახურვა