logo
ENG



პროკურატურამ პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

02 ივლ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 
wnvahw3957xnppx.jpg

პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ.გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდება 13-დან 17 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

1 ივლისს გორში პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც საკუთარ სახლში ეძინა, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ბრალდებული გარდაცვლილის მდგმურია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს.


close დახურვა