logo
ENG



პროკურატურამ სირცხვილიას აქტივისტები 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ისევ არ ცნო

19 აგვ 202117:46
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ სირცხვილიას აქტივისტები 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ისევ არ ცნო

გენერალურმა პროკურატურამ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის საქმეზე მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები დაზარალებულად ისევ არ ცნო. საუბარია ზუკა ბერძენიშვილზე, მარიამ დოლიძესა და სალომე ბარკერზე. 

"იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალწარმოების მოცემული ეტაპისთვის, არ არსებობს ის წინაპირობები, რომელიც დააკმაყოფილებდა ვარაუდს, რომ შესაძლოა ჩადენილი იყოს სისხლის სამართლის დანაშაული აღნიშნულ პირთა მიმართ, მოცემული ეტაპისთვის არ არსებობს ზურა ბერძენიშვილის, მარიამ დოლიძისა და სალომე ნიკოლეიშვილის [ბარკერის] დაზარალებულად ცნობისთვის გათვალისწინებული საფუძველი", - ვკითხულობთ, რომ პროკურატურის დადგენილებაში.

პროკურატურამ სირცხვილიას აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი პირველად 10 აგვისტოს უთხრა.

5 ივლისს თბილისის საწინააღმდეგო ძალადობრივი კონტრაქციის წევრები სირცხვილიას ოფისს დაესხნენ თავს და იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც ეს შენობა არის განთავსებული. ჯგუფს ოფისის თავდასხმისკენ კონსტანტინე მორგოშიამ მოუწოდა. 

შენობაში შეჭრისას ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ოფისში ვერ შეაღწიეს, თუმცა სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ამ დრომდე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული. მათ შორის არ არიან ორგანიზატორები, რომლებიც ხალხს დარბევისკენ მოუწოდებდნენ. 


close დახურვა