logo
ENG



პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ამომრჩეველთა 87% ემხრობა

27 ნოე 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
mzoud9dqfkh3w0x.jpg

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 87% ემხრობა საკანონმდებლო ცვლილებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო 27% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად ემხრობა. 

მეთოდოლოგია

ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა