logo
ENG



პროტესტი შრი-ლანკიდან - დროება

06 მარ 202221:01
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად, მსოფლიო ჯერ არნახულმა სოლიდარობის ტალღამ მოიცვა. გამორჩეული შეკრებები ვიხილეთ ბერლინში, ლონდონში, პრაღაში, ტალინში და სხვა უამრავ ევროპულ ქალაქსა თუ დედაქალაქში, თუმცა კადრის მიღმა დარჩა მცირე აქციები მსოფლიოს ეგზოტიკური წერტილებიდან, რომლებიც ხალხის რაოდენობით არ გამოირჩეოდა, თუმცა მნიშვნელობით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა სხვა შეკრებებს. საომარი ვითარების გამოცხადებამდე, დასასვენებლად წასული ქართველი მოგზაურის, ქეთა ბაღაშვილის დახმარებით დროება გაჩვენებთ თუ როგორ აპროტესტებს ხალხი რუსეთის აგრესიას შრი ლანკის ულამაზესი სანაპიროებიდან.


close დახურვა