ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის - 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს - ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და აქვეყნებს მოპოვებულ სიას, თუ ვინ იქნებიან ოფიციალური წარმომადგენლები.
პუბლიკა EFM-ის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური წარმომადგენლების სიაში პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე არიან.
ამასთან, ოფიციალური წარმომადგენლების სიაში არიან თავად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაც, კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
პუბლიკა წერს, რომ კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11, მათ შორის გური სულთანიშვილიც, კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. რაც შეეხება ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს - მას კინოცენტრი გზავნის, როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
პუბლიკასთან საუბრისას გური სულთანიშვილი ადასტურებს, რომ ბერლინში აკრედიტაციის, გამგზავრების, ცხოვრების ხარჯს კინოცენტრი უზრუნველყოფს. პუბლიკას კითხვაზე, რა სტატუსით მიემგზავრება ბერლინალეზე სულთანიშვილი პასუხობს, რომ "მიემგზავრება გასაშუქებლად, როგორც კულტურის კრიტიკოსი და ამ საკითხის ერთ-ერთი სპეციალისტი".
გამოცემის ცნობით, კინოცენტრის წარმომადგენლები კინო-ბაზრობაზე ასევე იქნებიან:
- კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - თამთა ახალაია
- კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი - სალომე გოფოძე
- საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში - გიორგი აგლაძე
გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, ბერლინალეს კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია:
- ტელეკომპანია იმედის წამყვანი, მომღერალი - ნინი ბადურაშვილი
- ტელეკომპანია იმედის ოპერატორი - შოთა თუთაშვილი
- ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი - ქეთევან ჭეიშვილი
- კულტურის სამინისტროს თანამშრომელი - გიორგი ცხვედიანი
- რეჟისორი - სოფია ბაბლუანი
- პროდიუსერი - ხათუნა ხუნდაძე
- პროდიუსერი - ედმონდ მინაშვილი
- პროდიუსერი - ქეთევან ჯანელიძე
- პროდიუსერი - დავით კერესელიძე
- კასტინგის რეჟისორი - მარკ სამერსი
- სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენელი - მარიამ ხაჭვანი
- სვანეთის კინოფესტივალის წარმომადგენელი - თეიმურაზ ჩხვიმიანი
- რეჟისორი - ლეო გაბრიაძე
- რეჟისორი - გიორგი ჭუმბურიძე
- PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნინო აბრამიშვილი
- PR-ის დეპარტამენტი - თენგიზ ებრალიძე
- PR-ის დეპარტამენტი - გიორგი მაზმიშვილი
- კინოაკადემიის პრეზიდენტი - ნიკოლოზ აბრამაშვილი
- თეატრალური უნივერსიტეტის კანცლერი - გიორგი ხარებავა
- აწარმოე საქართველოში წარმომადგენელი - ირაკლი გაბრიაძე