ივანიშვილის ხელისუფლებასთან დამეგობრებული ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უნგრეთის პრემიერი ევროკავშირისგან ერთადერთია, რომელიც დასავლეთისგან იზოლირებულ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრება. ქართული ოცნება სულ უფრო ეწერება კლუბში, რომელიც კრემლის მოკავშირედ აღიქმება. ვიქტორ ორბანი რამდენიმე დღის წინ თბილისში დიდი პატივით მიიღეს. უნგრეთის პრემიერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პეკინში გაიმართა. უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის დიქტატორი ჩინეთთან კავშირების განმტკიცებას ცდილობს. პუტინი ხვალ სი ძინპინს შეხვდება.