logo
ENG



პუტინი: NATO-ს ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, შემცირებისკენ გვიბიძგებენ, ჯანდაბა მათ

16 ივნ 202320:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/79bja2sfatzz4w5.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს იმაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს მის შემცირებას.

"ჩვენ ასეთი იარაღი მეტი გვაქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. მათ ამის შესახებ იციან, და მუდამ გვიბიძგებენ, რომ შემცირებაზე მოლაპარაკებები დავიწყოთ - ჯანდაბა მათ [хрен им], როგორც ხალხში ამბობენ" , - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს "თეორიულად“ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პუტინმა დასძინა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე მიწოდებულია:

"ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. წლის ბოლომდე დავალებას სრულად შევასრულებთ".


close დახურვა