logo
ENG



პუტინი: არსებული სიტუაცია ჩვენთვის გამოცდაა

16 მარ 202218:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/n8266p9mgzq7nfs.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ არსებული ვითარება ქვეყნისთვის გამოცდაა. ამასთან, მთავრობის კაბინეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ "ოპერაცია წარმატებით" ვითარდება.

"არსებული სიტუაცია - რა თქმა უნდა, გამოცდაა ყველა ჩვენგანისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი მას ღირსეულად გავივლით - შრომით, ერთობლივი მუშაობითა და ურთიერთდახმარებით გადავლახავთ ყველა სირთულეს და გავხდებით უფრო ძლიერები, როგორც ეს ყოველთვის იყო რუსეთის ისტორიაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს. ასობით კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა, ათასობით მოქალაქემ კი ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.


close დახურვა