logo
ENG



პუტინი: ბოლო 6-7 თვეში 270 000 ადამიანი ნებაყოფლობით გაწევრიანდა შეიარაღებულ ძალებში

12 სექ 202317:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/p0uumg0do4rtt24.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 000 ადამიანი ნებაყოფლობით გაწევრიანდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

"ნაწილობრივი მობილიზაცია ჩავატარეთ და 300 000 ადამიანი გამოვიძახეთ. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ გვყავს 270 000 ადამიანი, რომლებმაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელის კონტრაქტებს.

ხალხი მოდის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში და კონტრაქტებს აფორმებენ. ყოველდღიურად 1000-1500 ადამიანი აფორმებს კონტრაქტს", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა