რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის წინ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპასთან ომის დაწყებას არ აპირებს, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი ომისთვის მზად არის, თუ ევროპას "ბრძოლა სურს."
"ჩვენ ევროპასთან ბრძოლას არ ვაპირებთ, ეს ასჯერ მითქვამს, მაგრამ თუ ევროპას მოულოდნელად ბრძოლა მოუნდება და დაიწყებს, ჩვენ მყისიერად ვიქნებით მზად“, – დაამატა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრამდე გააკეთა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
შეხვედრის მთავარი საკითხი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის განხილვა იქნება.
