რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ომში ჩარევის შემთხვევაში პასუხი "ელვისებური იქნება". ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც აგრესორი ქვეყნის ლიდერი მუქარას აჟღერებს.
"თუ ვინმეს მოუნდება, უკრაინის სიტუაციაში გარედან ჩაერიოს და რუსეთს სტრატეგიული ხასიათის მიუღებელი საფრთხე შეუქმნას - პასუხი ელვისებური იქნება. ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი - ისეთი, რომლითაც ვერავინ დაიტრაბახებს. ჩვენ ტრაბახს არ ვაპირებთ - ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ საჭირო იქნება. და მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს", - განაცხადა პუტინმა კანონმდებლების საბჭოზე.
თავის გამოსვლაში პუტინმა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. ის კვლავ ცდილობს, რუსეთის მოსახლეობა დააჯეროს, რომ გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს ქვეყნისთვის მასშტაბური ზიანი არ მიუყენებია.